ვაქცინაცია საქართველოში

იმნაძე: Sinopharm-ზე 6 700-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, ძალიან სასიხარულოა აქტიურობა

დღეს დილის მონაცემებით, 6 700-ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა რეგისტრაცია სინოფარმზე, ჯერჯერობით პორტალი გახსნილია 15 მაისამდე, ასე რომ ძალიან აქტიურად დაიწყო რეგისტრაცია ამ ვაქცინაზე, რაც ძალიან სასიხარულოა, რადგან მოქალაქეები ხვდებიან, როგორი მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე ვაქცინაცია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ჩაიტაროს ქვეყანაში, განსაკუთრებით აქტიურია თბილისი, 4 500-მდე ადამიანია უკვე რეგისტრირებული.

რა თქმა უნდა, რეგისტრაცია გაფართოვდება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ვაქცინაცია წარმატებით განვითარდება და წარმატებით ჩატარდება

NCDC-ის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე. ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინაზე რეგისტრაცია 27 აპრილის 20:00-დან დაიწყო 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის. ვაქცინაციის პროცესი 4 მაისიდან დაიწყება. სინოფარმს არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის წამლის სააგენტოს და FDA-ს ავტორიზაცია. ჯანმო სწორედ 29 აპრილიდან მაისის პირველ რიცხვებამდე გამოიტანს გადაწყვეტილებას, მისცემს თუ არა ავტორიზაციას Sinopharm-ს.

კომენტარები