რუსეთი შავ ზღვაში

რუსეთი შავ ზღვაში საზღვაო წვრთნებს ატარებს

27 აპრილს რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა საზღვაო საბრძოლო წვრთნები დაიწყო.  პარალელურად, აშშ-ს ფლოტის კატარღა USCGC Hamilton-ი შავ ზღვაში შემოვიდა.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის განცხადებით, მისი Moskva-ს კრეისერით, სხვა გემებთან და სამხედრო ვერტმფრენებთან ერთად წვრთნებს ჩაატარებენ.

რუსეთის ფლოტმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ევროპაში აშშ-ს საზღვაო ძალებმა შავ ზღვაში USCGC Hamilton-ის შავ ზღვაში შემოსვლაზე განაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ 18 აპრილს ბრიტანულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაისში დიდი ბრიტანეთი შავ ზღვაში ხომალდებს გაგზავნის. Sunday Times-ის თანახმად, საზენიტო რაკეტებით აღჭურვილი გამანადგურებელი და წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ფრეგატი ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულ სამეფო ფლოტს გამოეყოფა და ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვაში შეცურავს. გამოცემის თანახმად, ამ ნაბიჯის მიზანია, დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინისთვის და ნატოს მოკავშირეებისთვის სოლიდარობის გამოხატვა.

მანამდე 9 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია რომ, აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის ფონზე, აშშ შავ ზღვაში 2 სამხედრო გემის გაგზავნას აპირებდა. გემები შავ ზღვაში 14-15 აპრილს უნდა შემოსულიყვნენ და 4-5 მაისამდე აპირებდნენ დარჩენას. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აშშ შავ ზღვაში 2 სამხედრო გემს აღარ გაგზავნის. რუსეთის ფედერაციამ აშშ-ს გემების გამოგზავნის გადაწყვეტილებიდან მალევე, შავიზღვისპირეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.

კომენტარები