შავი ზღვა

აშშ-ს სანაპირო დაცვის გემი შავ ზღვაში შემოვიდა

აშშ-ს ფლოტის ხომალდი USS Roosevelt-ი და აშშ-ს სანაპირო დაცვის კატარღა USCGC Hamilton-ი
U.S. Naval Forces Europe-Africa / U.S. 6th Fleet

აშშ-ს ფლოტის კატარღა USCGC Hamilton-ი შავ ზღვაში შემოვიდა. ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს ფლოტის ინფორმაციით, USCGC Hamilton-ი რეგიონში ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდასაჭერად შემოვიდა.

შავი ზღვისკენ კატართა ნეაპოლში (იტალია) და როტა (ესპანეთი) დაგეგმილი ვიზიტების შემდეგ გამოემართა. აშშ-ს სანაპირო დაცვის ძალები აშშ-ს მეექვსე ფლოტის მუშაობის ფარგლებში თანამშრომლობენ საზღვაო ტერიტორიებზე ცნობიერების ამაღლებისთვის და პარტნიორების სანაპირო დაცვისა და ფლოტის ძალებთან გამოცდილების გაზიარებისთვის.

Hamilton-ის აშშ-ს სანაპირო დაცვის პირველი კატარღაა, რომელიც შავ ზღვაში 2008 წლის შემდეგ შემოვიდა. ამ ტიპის გემი, USCGC Dallas-ი, შავ ზღვაში აქამდე ორჯერ, 2008 და 1995 წლებში შემოვიდა. ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს ფლოტის თანახმად, აშშ-ს მეექვსე ფლოტი რუტინულად ატარებს ოპერაციებს შავ ზღვაში.

აღსანიშნავია, რომ 18 აპრილს ბრიტანულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაისში დიდი ბრიტანეთი შავ ზღვაში ხომალდებს გაგზავნის. Sunday Times-ის თანახმად, საზენიტო რაკეტებით აღჭურვილი გამანადგურებელი და წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ფრეგატი ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულ სამეფო ფლოტს გამოეყოფა და ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვაში შეცურავს. გამოცემის თანახმად, ამ ნაბიჯის მიზანია, დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინისთვის და ნატოს მოკავშირეებისთვის სოლიდარობის გამოხატვა.

მანამდე 9 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია რომ, აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის ფონზე, აშშ შავ ზღვაში 2 სამხედრო გემის გაგზავნას აპირებდა. გემები შავ ზღვაში 14-15 აპრილს უნდა შემოსულიყვნენ და 4-5 მაისამდე აპირებდნენ დარჩენას. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აშშ შავ ზღვაში 2 სამხედრო გემს აღარ გაგზავნის. რუსეთის ფედერაციამ აშშ-ს გემების გამოგზავნის გადაწყვეტილებიდან მალევე, შავიზღვისპირეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.

კომენტარები