2021 წელს გარდაცვლილები

კახი კავსაძე გარდაიცვალა

Youtube

85 წლის ასაკში თეატრისა და კინოს ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა. 

კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს გამორჩეული თეატრალური როლები სპექტაკლებში ღვთაებრივი კომედია, გუშინდელნი, რიჩარდ III, მეფე ლირი, მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი.

კახი კავსაძე ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი კინომსახიობია. შესრულებული აქვს ასობით როლი, მათ შორის ისეთ ფილმებში, როგორებიც არის ნატვრის ხე, ვერის უბნის მელოდიები, მონანიება, ღვინის ქურდები, შემთხვევითი პაემნები, ნეტავი, იქ თეატრი არის?, ქალაქი ანარა, სიყვარული ყველას უნდა. საბჭოთა კავშირის მაყურებელმა ქართველი მსახიობი უდაბნოს თეთრ მზეში შესრულებული აბდულას როლით გაიცნო.

მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები, პრემიები და პრიზები: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი იპო, ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემია.
არის საქართველოს სახალხო და დამსახურებული არტისტი.

2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით დააწვინეს და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.

კომენტარები