პოლიტიკური კრიზისი

პაპუაშვილი 20 ივნისზე: სამართალდამცავსაც შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია პროტესტის მონაწილესთან

იმ დღეს ვნახეთ დაზიანებები, თუკი ამაზე ვისაუბრებთ, დაზიანებები როგორც აქციის მონაწილეების მხარეს, ისე პოლიციელების და სამართალდამცველების მხარეს. სწორედ ეს არის პოლიტიკურ სამართლებრივი აქტის არსი. ყველას შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს, შეიძლება იმ სამართალდამცველს, რომელსაც დაზიანებები აქვს მიღებული, ჰქონდეს პროტესტის მონაწილის მიმართ პრეტენზია, პროტესტის მონაწილეს სამართალდამცველის მიმართ.

მთავარი არსი არის ეს და შემოთავაზება იყო ეს, რა გირჩევნიათ, გაატაროთ შემდეგი 2-5 წელი ამაზე კამათით, იყო ეს დარბევა თუ შტურმი და ეს ორი ტერმინი ატრიალოთ სულ, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოთ, გაიხედოთ წინ, დაივიწყოთ და აპატიოთ, რაც დასავიწყებელი და საპატიებელია

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი. 27 აპრილს პარლამენტში 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის ინიცირება იგეგმება.

კომენტარები