ვაქცინაცია

კორონავირუსის ვაქცინით 38 553 პირია აცრილი, გასულ დღე-ღამეში – 963

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 963-მა პირმა გაიკეთა. 26 აპრილის დილის მონაცემებით, სულ აცრილია 38 553 ადამიანი, მათგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა 2 887 პირმა გაიკეთა, ხოლო ერთი დოზით აცრილია 35 666. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაცია 19 აპრილს დაიწყო. რეგისტრაციის გავლა პორტალზე www.moh.gov.ge-ზეა შესაძლებელი.

Pfizer-BioNTech ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია 16 აპრილს დაიწყო. ჩინური სინოფარმით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. ქვეყანაში ჩინური წარმოების ვაქცინის – სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

რეგისტრაციის ვიდეო-ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები