ოსკარი 2021

ოსკარი დანიაში მიემგზავრება — DRUNK ამერიკის კინოაკადემიის რჩეული გახდა

BBC

საუკეთესო საერთაშორისო ფილმის კატეგორიაში ტომას ვინტერბერგის დრამამ Drunk ოსკარი მოიპოვა.

კატეგორიაში ოქროს ქანდაკებისთვის იბრძოდნენ ბოსნიური Quo Vadis, Aida?, ჰონგ-კონგური Better Days, რუმინული Collective და ტუნისური The Man Who Sold His Skin. წელს საქართველოს სახელით ნომინაციისთვის დეა კულუმბეგაშვილის "დასაწყისი" იბრძოდა.

დანიური დრამის მთავარი გმირები 40 წელს მიღწეული მეგობრები არიან, რომლებიც ექსპერიმენტის ფარგლებში, ყოველდღიურად ალკოჰოლის მიღებას იწყებენ.

ტომას ვინტერბერგი გავლენიანი და ცნობილი თანამედროვე ევროპელი რეჟისორია, რომელიც ლარს ფონ ტრიერთან ერთად კინომოძრაობა "დოგმა 95"-ის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო.

კომენტარები