რუსული ოკუპაცია

სოფელ ღოღეთთან და ტახტისძირთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ბოძები დაამონტაჟეს

ანა შეპკინა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებთან, ღოღეთთან და ტახტისძირთან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა საყრდენი ბოძები დაამონტაჟეს. ინფორმაცია ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების თქმით, ბოძების ადგილას, სავარაუდოდ, მავთულხლართებს გაავლებენ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 

კომენტარები