ქართული ოცნება

ვოლსკი: მხარე, რომელიც ხელს მოაწერდა დოკუმენტს, ვეღარ იქნებოდა პარლამენტის თავმჯდომარე

თავიდანვე, როცა დავსხედით და დავიწყეთ საუბარი იმაზე, ვინ წავიდოდა მოლაპარაკებებზე, ეს იყო მთავარი თემა, ამოსავალი წერტილი [...] მხარე, რომელიც ხელს მოაწერდა დოკუმენტს და ხელის მოწერამდე იქნებოდა ჩართული ამ მძიმე და ხისტ მოლაპარაკებების პროცესში, რასაკვირველია, ვეღარ შეასრულებდა პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას, რომელსაც ამ მრავალპარტიული პარლამენტის ვითარებაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა ექნებოდა გადასაწყვეტი - როგორმე მოახერხოს და დააბალანსოს ის ძალები, როგორმე ჩასვას იმ ჩარჩოში, რასაც ჰქვია ერთიანი, ერთობლივი მუშაობა. ძალიან გაუჭირდებოდა აჩიკოს, ამაზე ლაპარაკი იყო, მაგრამ დოკუმენტზე ხელის მოწერის დღიდან ეს თემა გაცოცხლდა. 

[...] კახა არ არის ნეიტრალური მოთამაშე პოლიტიკურ ველზე, მაგრამ, რეალურად, მას გაცილებით უფრო დიდი რესურსი გააჩნია, იყოს ნეიტრალური, რაღაც, სიტყვა ვერ მოვუძებნე სინონიმი, უფრო გამაერთიანებლის ფუნქცია უკეთესად შეუძლია შეასრულოს.

ამბობს იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი. 

თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ქართულმა ოცნებამ თანამდებობაზე კახა კუჭავა წარადგინა. 

კომენტარები