ქართული ოცნება

წილოსანი: მიხარია, ძლიერი სპიკერი საპარლამენტო ცხოვრებას აქტიურ პროცესში შემოუერთდება

არჩილის თავმჯდომარეობას უკავშირდება საპარლამენტო ცხოვრებაში ერთ-ერთი რთული პერიოდის სწორად მართვა, ურთულესი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება და პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის, მნიშვნელოვანი გაძლიერება, რადგან არაერთ საკვანძო საკითხში ჩვენ, კომიტეტებს, მისი მხარდაჭერა უპირობოდ გვქონდა.

მიხარია, რომ ის, როგორც ძლიერი სპიკერი, საპარლამენტო ცხოვრებას უკვე აქტიურ პროცესში შემოუერთდება და, ასევე, წარმატებები ჩემს მეგობარ კახა კუჭავას. დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად წარუძღვება საპარლამენტო საქმიანობას.

წერს ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე არჩილ თალკვაძეზე.  

თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ქართულმა ოცნებამ თანამდებობაზე კახა კუჭავა წარადგინა. 

კომენტარები