36-პუნქტიანი გეგმა

ხოშტარია: ამ პარლამენტში არ შევალ, ვაგრძელებ ბრძოლას ვადამდელი არჩევნებისთვის

"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ქართულ ოცნებასთან, რომელიც არც საერთაშორისო კონვენციებს, ხშირად, არ ითვალისწინებს, არც კონსტიტუციას და აქვს უმრავლესობა ამ პარლამენტში. ამიტომ, ოპოზიციას, ჩემი აზრით, ახლა შეუძლია, რომ მაქსიმუმი გააკეთოს, რომ ეს ასე არ მოხდეს, მაგრამ ჩვენ ამის გარანტიები ჯერ არ გვაქვს. 

რაც შეეხება ნიკას, მან თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მე ვნახე მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც მოუწოდებს საკუთარ პარტიას, რომ მოაწერონ ხელი, ეს მათი გადაწყვეტილებაა. ევროპული საქართველოს პოზიცია მოვისმინე და რამდენადაც ვიცი, არ აპირებენ ხელის მოწერას. რა თქმა უნდა, ჩემს გადაწყვეტილებაზე ევროპულ საქართველოს აქვს მნიშვნელობა იმ სპეციფიკური გარემოებიდან გამომდინარე, რომ მე იქ ვიყავი, იმ სიაში ვიყავი, მაგრამ მე ჩემი პოზიცია მინდა დავაფიქსირო, რომ აბსოლუტურად გამოვრიცხავ ამ პარლამენტში შესვლას. მე გამოვრიცხავ ამ პარლამენტში შესვლას და გავაგრძელებ ბრძოლას რიგგარეშე არჩევნებისთვის.."

ელენე ხოშტარიამ კომენტარი ტვ ფორმულასთან ჩართვის დროს გააკეთა.

კომენტარები