პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: პასუხისმგებლობის სხვებზე დაკისრება ნდობის კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს

როდესაც პოლიტიკოსი იღებს გადაწყვეტილებას, თუნდაც მძიმე გადაწყვეტილებაში, რომ ამ შემთხვევაში ისეთ ამნისტიაზე წავიდეს, რაც მორალურადაც და პოლიტიკურადაც მძიმეა, ამის შესახებ უნდა თქვას მკაფიოდ, საზოგადოებას უნდა ესაუბროს, მათ შორის, განსაკუთრებით იმ ხალხს, ვინც დაზარალებულია, მაგრამ მთელ საზოგადოებას და თუ თვლის, რომ ის შეთანხმება და ყველა სხვა ქვეყნისთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხი ამას გადაწონის, მაშინ უნდა ჰქონდეს ასეთი პოზიცია. 

ჩვენთვის, იმის გამო, რომ ეს ყველაფერი ვერ წონიდა ამას, ამიტომაც არ ვართ ამ შეთანხმების ნაწილი. ყველაზე არასწორი ისაა, რაღაცაზე დათანხმება და მერე პასუხისმგებლობის სხვებზე გადანაწილება - ეს უპატიოსნო და არაკორექტული პოზიციაა და კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოების ნდობის კუთხით არსებულ კრიზისს". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია იმ დისკუსიას ეხმაურება, რომელიც საზოგადოებაში ევროკავშირის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ გაჩნდა – უნდა შეეხოს, თუ არა 20 ივნისს ამნისტიის პუნქტი იმ სამართალდამცველებსაც, რომლებმაც აქციის დარბევისას ძალას გადაამატეს, ან მათ, ვინც დარბევის ბრძანება გასცა?!

კომენტარები