გერმანია

გერმანიაში ქრისტიან-დემოკრატებმა ლაშეტი კანცლერობის კანდიდატად დაასახელეს

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატებმა სექტემბერში ჩანიშნულ არჩევნებზე არმინ ლაშეტის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერს პარტიის აღმასრულებელი საბჭოს წევრების 77.5%-მა დაუჭირა მხარი. ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირის ლიდერს, მარკუს ზიოდერს კი - 22.5%-მა. 

ზოიდერმა ლაშეტს წარმატება უსურვა და თქვა, რომ არჩევნებზე მხოლოდ ერთიანი პარტია იქნება წარმატებული. 

"მერკელის შემდეგ ახალი თავის დაწყება მინდა, იგივე აღარ, თუმცა იმას შევინარჩუნებთ, რამაც გერმანელებს სიკეთე მოუტანა" - თქვა ლაშეტმა

ამავე დღეს გამოქვეყნდა ახალი გამოკითხვის შედეგები, რის მიხედვითაც მწვანეები (28%) კონსერვატორებს (21%) უსწრებენ.

19 აპრილს მწვანეებმა კანცლერობის კანდიდატად 40 წლის განმავლობაში პირველად დაასახელეს მწვანეების კანდიდატი ანაელა ბეარბოქი.

გამოკითხვა 13-20 აპრილს ჩატარდა. გამოჰკითხეს 3 505 პირი, აქედან 1502 მხოლოდ 20 აპრილს, ლაშეტის კანდიდატურის დასახელების დღეს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ 14 მარტს გერმანიაში, რაინლანდ-პფალცში და ბადენ-ვიურტემბერგში არჩევნები გაიმართა. მერკელის პარტია კი ორივეგან დამარცხდა.

რაც შეეხება არმის ლაშეტს, 2017 წლიდან ლაშეტი გერმანიის ყველაზე ხალხმრავალი მხარის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერია. მაშინაც კი, როდესაც 2015 წლიდან მერკელის პარტიის წარმომადგენლების ნაწილმა მისი პოლიტიკა ასიათასობით მიგრანტის და თავშესაფრის მაძიებლის შემოშვებისთვის გააკრიტიკა, ლაშეტი კვლავ მერკელის თანამოაზრედ დარჩა. მისი მეტოქეებისგან განსხვავებით, მას მერკელთან საჯარო უთანხმოება არასდროს ჰქონია. 

2019 წელს მან ალიანსი შექმნა გერმანიის ჯანმრთელობის მინისტრ იენ შპანთან. მაშინ, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერის არჩევამდე ცოტა ხნით ადრე, მათ გამოაქვეყნეს პროგრამა სახელწოდებით იმპულსი 2021. მათი განცხადებით, ისინი ესწრაფვიან, რომ 2020 წლის ათწლეული იყოს გერმანიის მოდერნიზაციის ათწლეული - ახალი ეკონომიკური დინამიკა, ყოვლისმომცველი უსაფრთხოება. ისინი ასევე ნულოვან ტოლერატონას უცხადებენ კრიმინალს და ექსტრემიზმს.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ლაშეტი ხაზს უსვამს ევროკავშირზე ფოკუსირებას და, ასევე, ტრანსატლანტიკურ ორიენტაციას. ის აშშ-სთან მეტ თანამშრომლობას აპირებს სავაჭრო პოლიტიკასა და კლიმატის საკითხებზე. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი უფრო შეძლებისუნარიანი უნდა იყოს და ფრანგულ-გერმანული ჩართულობა უფრო უნდა გაიზარდოს. ის გასული ორი წლის განმავლობაში იყო ფრანგულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების წარმომადგენელი, ხშრად ესტუმრებოდა ხოლმე პარიზს და ახლო კავშირს ინარჩუნებდა საფრანგეთის ხელისუფლებასთან. 

აშშ-ში ჯო ბაიდენის გამარჯვებაზე მან განაცხადა, რომ ეს არის გამარჯვებაა დემოკრატიისათვის. 

საგულისხმოა, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ ის გამოეხმაურა მოსკოვზე თავდასხმას გერმანულ მედიაში და მოსახლეობა გააფრთხილა "ანტიპუტინისტური პოპულიზმის" შესახებ. 2014 წელს მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ვაშინგტონის პოლიტიკა სირიაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ის მხარს უჭერდა გერმანიისა და ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავებას. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიას ჩინეთთან ახლო ეკონომიკური კავშირები აქვს. 

"გარიყვის შედეგები შეიძლება იყოს ამ ტექნოლოგიის გამოყენების შეფერხება.ეს არ შეიძლება იყოს ჩვენი მიზანი. როგორც ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყანა, ჩვენ დიდი ინტერესი გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის მიმართ. გერმანული ბიზნესები ცოცხლობენ საერთაშორისო ექსპორტიდან, ასევე ჩინეთიდან ექსპორტით" - 2019 წლის ნოემბერში მან გერმანიის 5G ქსელიდან Huawei-ს გამოკლების შესახებ განაცხადა.

Atlantic Council წერს, რომ 2018 წლის აპრილში მან გააკრიტიკა ბრიტანეთი ნატოს მოკავშირეებისთვის "სოლიდარობის დაძალებისთვის", რადგან სკრიპალების მოწამვლის გამო. მაშინ რუსეთის ბრალის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულება არ იყო.

ლაშეტი, ადვოკატი და ჟურნალისტი, 1994 წლიდან 1998 წლამდე გერმანიის პარლამენტის წევრი იყო, 1999 წლიდან 2005 წლამდე კი ევროპის პარლამენტის წევრი. 2010 წლიდან ის ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის პარლამენტში იყო. მისი ლიდერობით, ქრისტიანულ დემოკრატიულმა პარტიამ 2017 წელს რეგიონალური არჩევნები მოიგო და მან კოალიცია შექმნა თავისუფალ დემოკრატებთან. ეს გამარჯვება იმ თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი, რომ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიას მის გამარჯვებამდე 50 წლის განმავლობაში მართავდნენ ცენტრისტი მემარცხენეები, სოციალისტ-დემოკრატები. 

აღსანიშნავია, რომ 1998 წელს მან ბუნდესტაგში ადგილი დაკარგა, 2010 წელს - ის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატი ვერ გახდა, რადგან კონკურენტმა, ნობერს როტგენმა აჯობა.

კომენტარები