გერმანიის არჩევნები 2021

გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგში და რაინლანდ-პფალცში რეგიონალური არჩევნები იმართება

მალუ დრაიერი და ვინდფრიდ კრეშმანი

14 მარტს გერმანიაში, რაინლანდ-პფალცში და ბადენ-ვიურტემბერგში არჩევნები იმართება. ჯამში ორივე არჩევნებში 11 მილიონამდე ადამიანს შეუძლია მონაწილეობის მიღება. ამ არჩევნებით გერმანიის სუპერ არჩევნების წელი დაიწყო ჯამში 6 რეგიონალური არჩევნებით, საყოველთაო არჩევნებით და ოთხი ადგილობრივი არჩევნებით. 

ორივე რეგიონის არჩევნებში მონაწილეობას იღებს ორი მინისტრი. ბადენ-ვიურტემბერგში ქვეყნის ერთადერთი მინისტრი მწვანეთა პარტიიდან, ვინდფრიდ კრეშმანი, სავარაუდოდ, მესამეჯერ გაიმარჯვებს არჩევნებში. ამ რეგიონში ძირითადად ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ამომრჩეველი იყო, თუმცა ეს შეიცვალა. ვარაუდობენ, რომ კრეშმანმა, შესაძლოა, კოალიცია აღარ შექმნას ქრისტიან-დემოკრატებთან და ითანამშრომლოს ცენტრისტულ მემარცხენე სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან და ლიბერალურ, თავისუფალ დემოკრატებთან. 

რაინლანდ-პფალცშიც სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან მალუ დრაიერი, სავარაუდოდ, ხელახლა გაიმარჯვებს. მიმდინარე პანდემიის დროს ის კრიზისის კარგი მმართველიც აღმოჩნდა. მის რეგიონში, გერმანიაში, მეორე ყველაზე ნაკლები შემთხვევა დასტურდება. ვარაუდობენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში დრეიერთან კოალიციას კვლავ თავისუფალი დემოკრატები და მწვანეები გააგრძელებენ. ბადენ-ვიურტემბერგშიც და რაინლანდ-პფალცშიც ორივე აღნიშნული კანდიდატი პოპულარულია. 

Bild-ის ჩატარებული გამოკითხვით, ეროვნული მასშტაბით, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისადმი მხარდაჭერა მიმდინარე კვირას 31%-ია - რაც თითქმის ერთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი შედეგია. შემდეგი ყველაზე ძლიერი პარტია არის მწვანეების, 19%-ით. 

13 მარტს ბერლინში ჯანდაცვის სამინისტროსთან დაახლოებით 1000 ადამიანი აპროტესტებდა დაწესებულ ლოქდაუნს. "შიშია გადამდები" - ვკითხულობთ ერთ-ერთი მომიტინგის ბანერზე. 

მართალია, მერკელის პარტიამ მოწონება დაიმსახურა გასულ წელს კორონავირუსის პანდემიის მართვისთვის, თუმცა ახლა მას აკრიტიკებენ ვაქცინაციის ნელი ტემპისა და ხანგრძლივი ლოქდაუნის დაწესების გამო. დამატებით, გერმანიაში ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას ელიან. ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის პოზიციებს ასევე აზიანებს რამდენიმე დღის წინ გავრცელებული სკანდალი, რაც პირბადეების კორუფციას უკავშირდება. 

რაინლანდ-პფალცში თებერვლის ბოლოს საზოგადოებრივ გამოკითხვებში ქრისტიან-დემოკრატები ლიდერობდნენ, თუმცა ახლა ეს სოციალ-დემოკრატების სასარგებლოდ შეიცვალა.

ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია შიშობს, რომ თუ ბადენ-ვიურტემბერგში "შუქნიშნისფერმა" კოალიციამ ჩაანაცვლა, შესაძლოა, სექტემბრის ფედერალურ არჩევნებში პარტია ოპოზიციაში აღმოჩნდეს. 

ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას ახალი ლიდერი ჰყავს, არმინ ლაშეტი, რომელიც ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერია.  ბადენ-ვიურტემბერგში პარტიის მარცხის შემთხვევაში, შესაძლოა, კონსერვატორების კანდიდატი ქრისტიან-დემოკრატების მოკავშირე პარტიიდან ქრისტიან სოციალისტური პარტიიდან მისი ლიდერი, მარკუს შოიდერი გახდეს. 

კომენტარები