პოლიტიკური კრიზისი

დეკანოიძე: პარტიის თავმჯდომარე თუ ციხეშია, ვერ იქნება ჩვენი გადაწყვეტილება სრულფასოვანი

ჩემი პოზიცია (რომელიც მე ეთერშიც მაქვს დაფიქსირებული) იყო, რომ ნიკა მელიას გარეშე, მისი დაჭერის შემდეგ მოლაპარაკებებში ნაციონალურ მოძრაობას მონაწილეობა არ უნდა მიეღო. არა იმიტომ, რომ პასუხისმგებლობას გავურბივარ, ან ჩვენი პარტნიორების არ მჯერა, ან პოლიტიკური კომპრომისი არ მესმის, არამედ გულწრფელად მჯერა - ეს იქნებოდა ენმ-ის ყველაზე პრინციპული და უკეთესი პოზიცია. დღეს განსაკუთრებით.

ახლაც ამ აზრზე ვარ: პარტიის თავჯდომარე თუ ციხეშია, ვერ იქნება ჩვენი გადაწყვეტილება სრულფასოვანი და მორალურად გამართლებული.

P.S. პოლიტიკური კრიზისის დასრულება შორს არის სანამ ეს რეჟიმია და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის მათ, ვინც ხელი მოაწერა დოკუმენტს, ასევე ვერასდროს გავიგებ სალომე ზურაბიშვილთან სტუმრობას..

წერს ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე Facebook-ის გვერდზე. 

პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს - საქართველოს წინსვლის გზა

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს პარტიიდან სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად მოაწერა ხელი შეთანხმებას

ინდივიდუალურად მოაწერა ხელი ასევე დავით ბაქრაძემ.

კომენტარები