თავდასხმა საქართველოს ბანკზე

ვაჟა სირაძე: საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები – გათავისუფლებული

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, ავლაბარში, საქართველოს ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი დაკავებულია. მისივე თქმით, მძევლები გაათავისუფლეს. 

"დღეს მოხდა ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ბანკის ექსპრესფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა. თავდამსხმელი პირი იყო ერთი, რომელმაც აიყვანა მძევლები. სამართალდამცავი ორგანოების მიერ აქტიურად განხორციელებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. მძევლები გათავისუფლებულები არიან, დაზიანება არავის არ მიუღია, ყველა მძევალი უსაფრთხოდაა გადაყვანილი პოლიციის შესაბამის დანაყოფში. 

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ამ დროისთვის, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. თავდამსხმელის მიერ მოთხოვნების თაობაზე და სხვა დეტალებზე, მძევლების რაოდენობაზე დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით". - ამბობს ვაჟა სირაძე. 

ავლაბარში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დღეს, 16 აპრილს, დაახლოებით, 12:00 საათზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

კომენტარები