თავდასხმა საქართველოს ბანკზე

R2: თბილისში ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა

კადრი ვიდეოდან/R2

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, თბილისში, მეტრო ავლაბართან მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.   

კადრებში ჩანს, რომ ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და ბანკის ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, ამ დროისთვის უწყებაში კითხვებს არ პასუხობენ და ამბობენ, რომ ჯერჯერობით ინფორმაციას ვერ გაავრცელებენ.

კომენტარები