დევიდ კრამერი

კრამერი: არც კოლომოისკი და პლახოტნიუკი არ ელოდნენ აშშ-სგან სანქციებს, მაგრამ დაუწესეს

არ ვიცი, როგორ უნდა გადაჭრა კრიზისი ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის მანამ, სანამ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეშია. ამიტომ მიმაჩნია, რომ ქართულმა ოცნებამ, ხელისუფლებამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი და გაათავისუფლოს ბატონი მელია. ბატონი რურუაც უნდა გათავისუფლეს, რადგან ეს უნდა მომხდარიყო 1 წლის წინ მიღწეული შეთანხმებით. ამ შეთანხმების ნაწილად ის არ გაუთავისუფლებიათ. თუმცა, ბატონი მელია წარმოადგენს მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ის [მოლაპარაკების] მაგიდასთან უნდა იჯდეს. გულწრფელად რომ გითხრათ, ტაქტიკურად ეს ქართული ოცნების შეცდომაა, რადგან მათ რომ გამოუშვან ბატონი მელია, წნეხი შეიძლება თანაბრად გადანაწილებულიყო ყველა პარტიაზე, რომ რაღაც კომპრომისი ენახათ. შემდეგ ოპოზიციას უნდა მიეღო თავის მანდატები, თუ ქართული ოცნება თანახმა იქნება, მათ პოზიციები მისცეს, რაც პარლამენტში მნიშვნელოვანია. რადგან მელიას არ ათავისუფლებენ, დასავლეთის წნეხი უნდა გაიზარდოს. 

მე გამოვედი ბატონი ივანიშვილისთვის და პრემიერმინისტრისთვის სანქციების დაწესების მოწოდებით იმ შემთხვევაში, თუ მელიას არ გამოუშვებდნენ. არ ვიცი, რამდენად სავარაუდოა ეს, მაგრამ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ არ მგონია ბატონი კოლომოისკი, ბატონი პლახოტნიუკი და შესაბამისად უკრაინა და მოლდოვა ელოდნენ, რომ აშშ მათ სანქციებს დაუწესებდა, მაგრამ დაუწესეს. ამიტომ, ფრთხილად ვიქნებოდი თბილისში რომ ვიჯდე და ვფიქრობდე, ეს ჩემთვის არასდროს მოხდება - შესაძლებელია. კონგრესი ბრუნდება, სესიები დაბრუნდა ვაშინგტონში და შეიძლება, მეტი ყურადღება იყოს ამაზე. უკვე იყო სენატის ქვეკომიტეტის მოსმენა საქართველოზე და ვფიქრობ, მეტი ყურადღება იქნება...

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის და გერმანიის მარშალის ფონდის ონლაინ შეხვედრაზე  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ დევიდ კრამერმა თქვა.

კომენტარები