ოჯახში ძალადობა

მსახიობი ნინუცა მაყაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

ნინუცა მაყაშვილი
კადრი ვიდეოდან/რუსთავი 2

მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, რომელიც მის ყოფილ ქმარს, მსახიობ ბესო ზანგურს ძალადობაში ადანაშაულებს, გამოკითხვაზე დაიბარეს.

ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. 

მაყაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა ფარულ კონვერტში თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა. თავად ბესო ზანგური ძალადობის ფაქტებს უარყოფს.

კომენტარები