ჯერ მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია, პასუხები გასცეს ე.წ მათმა ლიდერმა გახარიამ, უამრავ კითხვას, რომელიც მასთან არის, როდესაც მან პასუხისმგებლობა მოიხსნა, დააფიქსირონ მათი პოზიცია, როგორც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, ისე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით და მერე ვნახოთ რაოდენობა ამ ადამიანებისა. თავისთავად, ყველაფერი, რაც ამა თუ იმ ფორმით ხელს შეუწყობს დაჩქარებას პროცესის ნორმალური ვადამდელი არჩევნების ჩატარების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების, ჩვენთვის, საზოგადოებისთვის არის პოზიტიური. იმის მიუხედავად, აქ ვის რა გათვლები აქვს, იმიტომ, რომ ჯერჯერობით, ჩვენ გახარიასგან და მისი გარემოცვისგან ჯერ რაიმე მკაფიო პოლიტიკური პოზიცია არაფერზე არ მოგვისმენია, ამიტომ, მე არ ვარ შეთქმულებების თეორიების მომხრე, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ ვერსიას, რომ ეს არის მცდელობა "B" გუნდის გაკეთების ივანიშვილის გარშემო, საფუძველი აქვს, თუ ეს ასე არ არის გვაჩვენონ საკუთარი მოქმედებებით....
ქართული ოცნება
ბოკერია გახარიას გუნდზე: მკაფიოდ გამოხატონ პოზიცია ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრებზე
tbl.ge/5ibo
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ქართული ოცნებიდან 6 დეპუტატის წასვლას.
ქართული ოცნება 6-მა დეპუტატმა - გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაოშვილმა, ანა ბუჩუკურმა და შალვა კერესელიძემ დატოვა. როგორც დეპუტატები განმარტავენ, ისინი ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და გადაწყვეტილება მასთან ერთად მიიღეს.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




