ჯერ იმისთვის, რომ გავიგოთ, რამდენად სერიოზული ძალაა, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რა რაოდენობა არის დეპუტატების, არის, თუ არა საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ მთავრობას უნდობლობა გამოუცხადონ. რაც შეეხება გახარიას, გარდა იმისა, რომ გახარია გაექცა პასუხისმგებლობას, არ მოგვისმენია არცერთი მკაფიო პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, შესაბამისად, გახარიას პოლიტიკური განაცხადი სერიოზულობას შეიძენს ძალიან მარტივი ტესტის ჩაბარების შემდეგ, ეს არის, თუ რას ფიქრობს გახარია და ეს ადამიანები პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ვადამდელ არჩევნებზე და ძალიან მნიშვნელოვანია, გახარიას აქვს ერთ ძალიან მარტივ კითხვაზე პასუხი გასაცემი, თუ ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისის დარბევასთან დაკავშირებით...
ქართული ოცნება
ქებურია: გახარიას პოლიტიკური განაცხადი სერიოზულობას მარტივი ტესტის ჩაბარების მერე შეიძენს
tbl.ge/5ib6
დაკოპირდა
ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ლელა ქებურია ქართული ოცნებიდან 6 დეპუტატის წასვლას.
ქართული ოცნება 6-მა დეპუტატმა - გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაოშვილმა, ანა ბუჩუკურმა და შალვა კერესელიძემ დატოვა. როგორც დეპუტატები განმარტავენ, ისინი ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და გადაწყვეტილება მასთან ერთად მიიღეს.
ამავე თემაზე
- ღუდუშაური მოქალაქეს: შე ჩმორო, შენი დედას შევე*ი
- ოცნების დეპუტატი: არ გამოდის ოჯახი მამაკაცისა და ქალის გარეშე
- საკრებულოში ოცნების დეპუტატი: ღირსებით, გაუ*იმავი კაცებით ვივლით ევროპისკენ
- კობახიძე ორბანს: თქვენ მტკიცედ დგახართ უნგრეთში ქრისტიანული ფასეულობების სადარაჯოზე
- კობახიძე: ე.წ. ლიბერალურ პროპაგანდას შემაშფოთებელი შედეგები აქვს ევროპასა და აშშ-ში