კორონავირუსი საქართველოში

ფერაძე: ღონისძიების გამართვის გამო, სალოსის ქუჩაზე მდებარე ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა

შრომის ინსპექციის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ფართში იმართებოდა ფართომასშტაბიანი აკრძალული სოციალური ღონისძიება, სადაც რეგულაციების უხეში დარღვევით, დიდი რაოდენობით მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი.

მისივე ინფორმაციით, ყველა კომპანია თუ ფიზიკური პირი, ვინც ჩართული იყო სამართალდარღვევის სქემაში აღმსრულებლის ან თანამონაწილის სახით, დაჯარიმდა, ხოლო ობიექტს, სადაც იმართებოდა სოციალური ღონისძიება, შეუჩერდა საქმიანობა.

"მოვუწოდებთ ყველა თანამოქალაქეს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და არ ჩაერთონ მსგავს სოციალურ ღონისძიებებში. რაც შეეხება ფართის მფლობელთა და სოციალური აქტივობის ორგანიზატორთა მცდელობებს, თავი აარიდონ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ამისთვის მრავალფეროვანი სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებისა თუ ფაქტობრივი გარემოებების დაფარვის გზით, შრომის ინსპექცია კვლავაც უზრუნველყოფს კანონის მოთხოვნების აღსრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და გაატარებს სათანადო ღონისძიებებს, რათა მომავალში მაქსიმალურად იქნას აღკვეთილი მსგავსი ხასიათის სამართალდარღვევის ფაქტები". – ამბობს ფერაძე


საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო სოციალური ღონისძიებების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა იკრძალება, გამქირავებელი კი ათი ათასი ლარით დაჯარიმდება. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს.

კომენტარები