ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი კალიარის ტურნირის ნახევარფინალისტია

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კალიარის ტურნირის მეოთხედფინალში გერმანელი მოწინააღმდეგე იან-ლენარდ შტრუფსი დაამარცხა და შეჯიბრის ნახევარფინალში გავიდა.

ბასილაშვილმა მოწინააღმდეგე სამ სეტში, 7:5, 4:6, 6:3 ანგარიშებით დაამარცხა. 

ნახევარფინალის შეხვედრა 10 აპრილს, თბილისის დროით 15:30-ზე გაიმართება და ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 57-ე ჩოგანს, სერბ ლასლო ჯელეს შეხვდება.

კომენტარები