პოლიტიკური კრიზისი

ბობოხიძე უცნობის აქციაზე: ხელისუფლების დავალებით კეთდება, საჯარო მოხელეებს დაევალათ მისვლა

ევროპული საქართველოს წევრის, აკაკი ბობოხიძის თქმით, მომღერალი გია გაჩეჩილაძის(უცნობი) მიერ დაგეგმილი აქცია ხელისუფლების დავალებით კეთდება.

"ხელისუფლების კვალს არა მარტო ვხედავ, ხელისუფლების დავალებით კეთდება ეს აქცია და ამას ხელისუფლება არც მალავს, იმიტომ, რომ საჯარო მოხელეებს პირდაპირ დავალება აქვთ გაკეთებული, რომ შეუვსონ გიორგი გაჩეჩილაძეს აქცია, მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება სახიფათო თამაშს იწყებს ამით, ოღონდ არცერთ შემთხვევაში ხელისუფლება გამარჯვებული ვერ გამოვა, როდესაც მოქალაქეების ურთიერთდაპირისპირებას უწყობს ხელს". - ამბობს აკაკი ბობოხიძე 

გია გაჩეჩილაძე 9 აპრილს, წინა ხელისუფლების წინააღმდეგ აქციას მართავს და "მარადისობის დღის" დაწესებას აპირებს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა არის შეკრების მიზანი, ამბობს, რომ "ხვალინდელი დღე არის დასაწყისი დასასრულის ამ ყველაფერის, რაც ახლა ხდება. ამ სტუდიიდან, სადაც მე ახლა ვზივარ და ვაპირებ ახალი მოძრაობის ჩამოყალიბებას საზოგადოებასთან ერთად, ინტერაქტივებით და ა.შ. რომ გავიდეთ, გავათრიოთ, თუ მათ არ შეუძლიათ [ქართულ ოცნებას], ეს ნაგავი საზოგადოებამ გაათრიოს ამ ქვეყნიდან, პოლიტიკურ ნაგავზე მაქვს საუბარი".

თქვა გაჩეჩილაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

"გაიყინა ქვეყანა, აღარაფერი ჩანს, თავად მოგწონთ, რაც ხდება ამ ქვეყანაში? დავიღალეთ, გესმით თქვენ?! გაიტანოს ნაგავი, თუ შეუძლია, მაგრამ არ შეუძლია, ეტყობა, 8 წლის განმავლობაში, არაფრის გაკეთება მას არ შეუძლია". – ამბობს უცნობი.


ევროპული საქართველოს წევრებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა.

კომენტარები