მერაბ ნინიძე

BALLOUZ - გერმანული მინისერიალი, რომელშიც მთავარ როლს მერაბ ნინიძე ასრულებს

2DF

8 აპრილს გერმანული სატელევიზიო არხის, ZDF-ის, ეთერში ახალი მინისერიალი Ballouz გამოვა, რომელშიც მთავარ როლს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს.

მინისერიალის მთავარი გმირი, ნინიძის პერსონაჟი, პროვინციულ ქალაქ უკერმარკში მცხოვრები და მოღვაწე ექიმი ბალუზია. მედიკოსების გუნდთან ერთად ის ყოველდღე ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის. 

ნინიძის გარდა, პროექტში გერმანელი მსახიობები ჯულია რიხტერი, ვინსენტ კრუგერი და დენიელ ფრიცი მონაწილეობენ.

მინისერიალი სულ ექვსი, 45-წუთიანი ეპიზოდისგან შედგება. უკანასკნელი სერია 22 აპრილს გამოვა.

ZDF გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელია, რომელსაც მილიონობით ადამიანი გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში, დანიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებში ადევნებს თვალს.

კომენტარები