მერაბ ნინიძე

მერაბ ნინიძე ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების ნომინანტი გახდა

BBC

ქართველი მსახიობი ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების(BIFA) ნომინანტი გახდა.

ნინიძე ფილმ The Courier-ში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვისაა ნომინირებული. დომინიკ კუკის ჯაშუშულ დრამაში მსახიობი რეალურად არსებულ, საბჭოთა დაზვერვის პოლკოვნიკს, ოლეგ პენკოვსკის განასახიერებს. სურათში მთავარ როლს „შერლოკის“ ვარსკვლავი ბენედიქტ კამბერბეჩი ასრულებს.

BIFA ინდი კინოს გამორჩეულ ნამუშევრებს 1998 წლიდან აჯილდოებს. მომავალი ცერემონია 2021 წლის 16 თებერვალს გაიმართება.

 

კომენტარები