აღდგომის დღესასწაული

პრეზიდენტი: ვულოცავ ყველას, ვინც დღეს სიკეთის მიერ ბოროტების ძლევის დღესასწაულს ზეიმობს

სალომე ზურაბიშვილი
president.gov.ge

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყველას, ვინც დღეს მაცხოვრის აღდგომას ზეიმობს, დღესასწაულს ულოცავს.

"ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას აღნიშვანს. გულითადად ვულოცავ ჩვენს თანამოქალაქეებსა და ყველას, ვინც დღეს სულიერი ამაღლების, სიცოცხლის გამარჯვებისა და სიკეთის მიერ ბოროტების ძლევის დღესასწაულს ზეიმობს. ვუერთდები თქვენს სიხარულს, გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას". - წერს ზურაბიშვილი Facebook-ზე. 

კომენტარები