აღდგომის დღესასწაული

თალაკვაძე: ამ ბრწყინვალე დღეს ვილოცოთ მშვიდობისთვის, ერთმანეთის ჯანმრთელობისთვის

ძვირფასო თანამოქალაქეებო, მე და ჩემი ოჯახი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

იესო ქრისტეს აღდგომა სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, განახლების და იმედის დღესასწაულია ყველა ქრისტიანისთვის. მან ჩვენთვის, ადამიანის ცხოვრებით იცხოვრა, ცოდვების გარდა გაიზიარა ყოველივე, რაც ადამიანის ცხოვრებას შეადგენდა და საბოლოოდ ჯვარს ეცვა ჩვენი ცოდვებისთვის.

ამ ბრწყინვალე დღეს, მადლობა ვუთხრათ უფალს და ვილოცოთ მშვიდობისთვის, ერთმანეთის ჯანმრთელობისთვის, ჩვენი მშობლებისა და შვილებისთვის და გვიყვარდეს ყოველი ადამიანი, როგორც იესომ შეიყვარა ისინი.

ქრისტე აღდგა!

წერს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები