დაასრულე კომENDანტი

კომენდანტის საათი დაიწყო, აქცია გრძელდება – სამოქალაქო დაუმორჩილებლობა პარლამენტთან [LIVE]

ტაბულა

21:00 საათზე ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვა, კომენდანტის საათი დაიწყო, პარლამენტთან შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გრძელდება. 

აქციის – დაასრულე კომENDანტი! – მონაწილეებმა მსვლელობა თბილისის 3 სხვადასხვა ლოკაციიდან 17:00 საათზე დაიწყეს და ერთმანეთს პარლამენტის შენობის წინ შეუერთდნენ.

მონაწილეები 21:00-დან 05:00 საათამდე დაწესებულ გადაადგილების შეზღუდვას დემონსტრაციულად დაარღვევენ. ორგანიზატორების ცნობით, საპროტესტო აქცია ცოცხალი მუსიკის ფონზე გაიმართება, მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებისთვის ქართული ბენდები და ელექტრონული მუსიკის არტისტები დაუკრავენ.

დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად თბილისის პარალელურად აქციები იმართება ბათუმსა და ქუთაისშიც. 

ქვეყანაში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა 28 ნოემბერს დაწესდა. 

კომენტარები