რეპერი DMX ნარკოტიკების დოზის გადაჭარბების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
TMZ-ის ცნობით, დოზის გადაჭარბება 2 აპრილის ღამით მოხდა, რის შემდეგაც რეპერი ნიუ-იორკის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია.
გავრცელებული ინფორმაციით, ზედოზირებამ გულის შეტევა გამოიწვია.