ქართველი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი, კლინიკა ნიუ ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას ნიუ ჰოსპიტალის პრესსამსახურმა დაუდასტურა. მისი თქმით, დოჩანაშვილის მდგომარეობა მძიმეა.
ჯერჯერობით უცნობია რის საფუძველზე მოხვდა ქართველი მწერალი რეანიმაციულ განყოფილებაში.