რიყის დოქები

ჩაშლილი აუქციონის შემდეგ რიყის დოქები კვლავ იმავე ფასად იყიდება

რიყის კომპლექსი
flickr.com

5 მარტის ჩაშლილი აუქციონის შემდეგ, ე.წ. "რიყის დოქები" მთავრობამ აუქციონზე გასაყიდად კვლავ, უკვე მესამედ გამოიტანა. წინა აუქციონის ანალოგიურად, საწყისი ღირებულება 71.2 მლნ ლარია და აუქციონი 10 დღეში უნდა დასრულდეს.

"რიყის დოქების" აუქციონი 2020 წელსაც გაიმართა, რომელიც ასევე ჩაიშალა, თუმცა წინა წლის აუქციონზე ლოტის საწყისი ღირებულება თითქმის 23 მილიონი ლარით მეტი იყო. 

სამხარაულის ექსპერტიზის ცენტრის მიერ კომპლექსი 95 მილიონ ლარადაა შეფასებული.

თბილისის ცენტრში მდებარე ნაგებობის მშენებლობის პროცესი 2013 წელს დასრულდა და ის დღემდე უფუნქციოდაა, მისი მშენებლობაზე 75 მილიონი ლარი დაიხარჯა.

აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორებმა ობიექტის ღირებულება 2 თვეში უნდა დაფარონ და შემდეგი 36 თვის ვადაში ამ ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსი მოაწყონ.  

კომენტარები