ქართული ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია TRANSFERMARKT-ის ყველაზე ნახვადი ფეხბურთელია

Popsport.ge

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია გამოცემა Transfermakrt.com-ის ყველაზე ნახვადი ფეხბურთელია. 

ევროპული პრესის ყურადღების ცენტრში 20 წლის ფეხბურთელი მას შემდეგ მოხვდა, რაც 28 მარტს ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე, ესპანეთის ნაკრებს 44-ე წუთზე გოლი გაუტანა. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც საქართველოს ნაკრები გასვლაზე საბერძნეთს ეთამაშა, კვარაცხელიამ გუნდი დამარცხებას გადაარჩინა და 78-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მატჩი დასრულდა ანგარიშით1:1.

Caucasus Business Week-ის ცნობით, ფეხბურთელით ლივერპულის მწრთვნელი იურგენ კლოპი დაინტერესდა, ოფიციალურ წყაროებში ინფორმაცია ამ ეტაპზე არ დადასტურებულა.

Transfermarkt.com ერთერთი ყველაზე მსხვილი და გავლენიანი გამოცემაა, რომელიც საფეხბურთო სამყაროში მიმდინარე ტრანსფერებს თვალს ადევნებს და ფეხბურთელების სავარაუდო ფასებს აქვეყნებს. ამ დროისთვის საიტის მონაცემებზე დაყრდნობით კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენს. 

ყველაზე ნახვადი ფეხბურთელების ათეულში კვარაცხელიასთან ერთად მოხვდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან კრიშტიანო რონალდუ, ლიონელ მესი, კილიან მბაპე, სერხიო აგუერო.  

კვარაცხელია საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 2019 წლიდან იცავს და რვა თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი. 

კომენტარები