პრეზიდენტის ადმინისტრაცია

დიმიტრი გაბუნიამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა დატოვა

დიმიტრი გაბუნიამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა დატოვა. ადმინისტრაციის ცნობით, ის ამ პოსტიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა.

შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

განკარგულებაში, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი აწერს ხელს, წერია: „გათავისუფლდეს დიმიტრი გაბუნია საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობიდან 2021 წლის პირველი აპრილიდან, პირადი განცხადების საფუძველზე".

კომენტარები