პოლიტიკური კრიზისი

კანდელაკი: ჩვენ მაშინვე ავიღეთ ვალდებულება, ნიჟნი ნოვგოროდი აღარ დაგვებომბა

2007 წლის 6 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოჭრილმა რუსულმა სუ 24-მა გორის რაიონის სოფელ წითელუბანში ჩამოაგდო ძალიან დიდი ანტისარადარო რაკეტა, სხვა საქმეა, რომ ის არ აფეთქდა (ამ ამბავზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, საქართველომ თავის თავი დაბომბაო). მგონი ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავშეკავებისკენ "ორივე მხარეს" მოუწოდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაშინვე ავიღეთ ვალდებულება ნიჟნი ნოვგოროდი აღარ დაგვებომბა. ახლა რომ "ყველაფერზე მაღლა დგანან", სინამდვილეში კი ოპოზიციის გატეხვის იმედი აქვთ იმ ხალხზე გამახსენდა

წერს ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი საკუთარ Facebook გვერდზე.

კომენტარები