რუსული ოკუპაცია

აფხაზ გოგოს, რომელმაც TIK-TOK ვიდეოში თქვა, რომ აფხაზეთი საქართველოა, ბოდიში მოახდევინეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს ვიდეოს, რომელიც 20 წლის აფხაზმა გოგომ Tik-Tok-ზე გამოაქვეყნა და თქვა, რომ აფხაზეთი საქართველოა. 

ვიდეო ამ დროისთვის არ იძებნება. 

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ რამდენიმე ზარი მიიღეს, "აღშფოთებული მოქალაქეებისან", რის შემდეგაც გადაწყვიტეს დაებარებინათ ვიდეოს ავტორი და მისი მშობლები. მათ ვიდეო გაავრცელეს სახელწოდებით "აფხაზეთი- ეს საქართველო არაა!", სადაც ალიონა ტანია ბოდიშს იხდის. ვიდეოში ჩანს გოგონას მამაც, სადაც ის ამბობს რომ "მან არ იცოდა ვიდეოს შესახებ, უკვირს და არ ეგონა რომ მისი შვილი ამას გააკეთებდა". 

"მე ყველა ომი გამოვიარე"- ამბობს ალიონას მამა. 

"მე ყველას ვუხდი ბოდიშს"- ამბობს გოგო და აღნიშნავს, რომ ვიდეო სხვისი თხოვნით ატვირთა Tik-Tok-ზე

კომენტარები