პოლიტიკური კრიზისი

სამნიძე: შეთანხმება გადის კომპრომისზე, იმიტომ, რომ ძალიან შორს არის ჩვენი პოზიციები

მოლოდინი მაქვს, რომ დავაახლოვებთ პოზიციებს, ისევ და ისევ ბატონი დანიელსონის დახმარებით. მოგეხსენებათ, შეუძლებელია ჩვენი პოზიციების დაახლოვება მედიატორების ჩართულობის გარეშე. იქიდან გამომდინარე, რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ პროცესს, იქიდან გამომდინარე, რამდენჯერაც ახსენა ბატონმა დანიელსონმა კომპრომისი და პარტიების და პარტიის ლიდერების პასუხიმგებლობა, იმედს ვიქონიებ, რომ ჩვენ შევძლებთ კონკრეტული კომპრომისებით, ახალი წინადადებებით დავაახლოვოთ პოზიციები, შევთანხმდეთ და ნორმალურ რეჟიმში გააგრძელოს ქვეყანამ ფუნქციონირება. 

როცა კომპრომისს ვახსენებ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ორივე მხრისგან კომპრომისს. შეთანხმება გადის კომპრომისზე, იმიტომ, რომ ძალიან შორს არის ჩვენი პოზიციები...

რესპუბლიკური პარტიის წევრი, ხათუნა სამნიძე, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ენმ-სა და რესპუბლიკელების წევრებს ხვდება. 

კომენტარები