პოლიტიკური კრიზისი

მოლაპარაკებების დაწყებამდე დანიელსონი პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდება

29 მარტს ოპოზიციასა და ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, შეხვედრები 09:00 საათზე დაიწყება. 

კრისტიან დანიელსონმა ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან გამართა. შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა თქვა, რომ ევროკავშირს აქვს წინადადებები, რომლებსაც პარტიებს შესთავაზებენ, თუმცა კომპრომისი მათ უნდა იპოვონ. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 28 მარტს დაბრუნდა.  დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 29 მარტს განახლდება. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრებს 7 დღის განმავლობაში მართავდა.  18 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა.

კომენტარები