პოლიტიკური კრიზისი

დანიელსონი: გვაქვს იდეები, რომლებსაც პარტიებს შევთავაზებთ – კომპრომისი მათ უნდა იპოვონ

ევროკავშირის აქტიურად არის ჩართული ამ კრიზისის მოგვარებაში. კრიზისის მოგვარებაში პასუხისმგებლობა არა ევროკავშირს, არამედ ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ. ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, ძალიან კარგად იცის მეორე მხარის აზრები და, ასევე, ძალიან კარგად იციან, რის გაკეთებაა საჭირო იმისთვის, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ. მათ უნდა იპოვონ კომპრომისი. ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ ამაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია. 

[...] ჩვენ გვაქვს იდეები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ დავეხმაროთ პარტიებს, ჩვენ გვაქვს წინადადებები, რომლებსაც ჩვენ გავუზიარებთ, შევთავაზებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ, მაგრამ როგორც მე უკვე აღვნიშნე, კომპრომისი პარტიებმა უნდა იპოვონ...

თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის შემდეგ. დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 29 მარტს განახლდება. 

კომენტარები