პოლიტიკური კრიზისი

დანიელსონი პოლიტპატიმრებზე: შერჩევითი სამართლის საკითხები განიხილება

თქვენ იცით რას მოიცავს პრეზიდენტ მიშელის შემოთავაზებული 6-პუნქტიანი ფორმა, ეს არის ჩარჩო, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ. იქ საუბარია მართლმსაჯულების სისტემაზე და შერჩევითი სამართლის საკითხზე. ამ კონტექსტში ეს საკითხები განიხილება. 

არსებითია საქართველოში სტრუქტურული რეფორმების გატარება. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტებისა და არჩევნების მიმართ ნდობა. ამიტომაც, პრეზიდენტ მიშელის 6-პუნქტიან გეგმაში ხაზგასმულია მართლმსაჯულების საკითხი და საარჩევნო კანონმდებლობა...

ასე უპასუხა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ დასმულ შეკითხვას. დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 29 მარტს განახლდება. 

კომენტარები