პოლიტიკური კრიზისი

მაჭარაშვილი: ველით, რომ ოპოზიცია ქართული ოცნების შეთავაზებულ შეთანხმებას ხელს მოაწერს 

გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია ხელს მოაწერს იმ შეთანხმებას, რომელიც არის ქართული ოცნების მხრიდან შეთავაზებული და რომელიც ემსახურება ქართული დემოკრატიის განვითარებას და ევროპული ხარისხით არჩევნების ჩატარებას. ეს გულისხმობს, რომ მცირე მხარდამჭერის მქონე პარტიებს ჰქონდეთ საშუალება, შევიდნენ პარლამენტში, ასევე მინიმუმ ოთხი დეპუტატის შეკრების შემთხვევაში, შეძლონ ფრაქციის შექმნა. ასევე ჩვენ გვაქვს მართლმსაჯულების სისტემის საკანონმდებლო ინიცირებით, რომლის ცვლილებებიც ემსახურება სწორედ პოლიტიკური ოპონენტების და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციების და საზოგადოების შენიშვნებს. აქედან გამომდინარე, ამას ემატება საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც ასევე პასუხობს ერთი ერთში ეუთო/ოდირის შენიშვნებს და ბუნებრივია, რომ ჩვენ გვაქვს ყველა ის კომპლექტი, რათა შედგეს პოლიტიკური შეთანხმება იმ რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელსაც სრულიად უარგუმენტოდ აქვს უარი ამ პოლიტიკურ შეთანხმებაზე...

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდა. როგორც მან ჩამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, საქართველოში სამი დღის განმავლობაში დარჩება.

კომენტარები