საქართველო-ესპანეთის მატჩი

დღეს, 20:00 საათზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება

დღეს, 28 მარტს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურზე ესპანეთს დაუპირისპირდება. 

ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. 

გულშემატკივრები, რომელთაც საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთები შეიძინეს, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ. მატჩის ბილეთის შეძენისას მყიდველს გადაადგილების საშვი ავტომატურად მიენიჭა. მათ სახლში დაბრუნება 23:59-მდე უნდა მოახერხონ. თბილისის მეტრო და ავტობუსები დღეს 01:00 საათამდე იმუშავებს. 

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურის მატჩზე, საქართველოს ნაკრების შეხვედრაზე გულშემატკივრების 30%-ს დაუშვებენ

კომენტარები