საქართველო-ესპანეთის მატჩი

ვისაც საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთი ექნება, გადაადგილების საშვი ავტომატურად მიენიჭება

საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩის ბილეთის შეძენისას მყიდველს გადაადგილების საშვი ავტომატურად მიენიჭება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ თქვა. 

ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, გულშემატკივრებმა კი სახლში დაბრუნება 23:59-მდე უნდა მოახერხონ. 

"რაგბის მატჩი, მოგეხსენებათ, გაიმართება სამ საათზე. ფეხბურთის მატჩი დაგეგმილია 20:00 საათზე, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ის მოხვდება შეზღუდვების პერიოდში, თუმცა მიღებული გადაწყვეტილებით, ყველა გაყიდული ბილეთის გაყიდვისას ავტომატურად მფლობელს მიენიჭება გადაადგილების უფლება, რაც უზრუნველყოფს გულშემატკივართა სახლში დაბრუნებას მატჩის შემდგომ". - თქვა ღიბრაძემ. 

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურის მატჩზე, საქართველოს ნაკრების შეხვედრაზე გულშემატკივრების 30%-ს დაუშვებენ

კომენტარები