თვითმკვლელთა რაზმი

ჰარლი ქუინი ბრუნდება - ახალი თვითმკვლელთა რაზმის პირველი ტრეილერი გამოვიდა

კინოსტუდია Warner Bros.-მა ახალი თვითმკვლელთა რაზმის პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოაქვეყნა.

თვითმკვლელთა რაზმი 2016 წელს გამოვიდა და კინოგაქირავებაში ჩავარდა. წარუმატებელი ეკრანიზაციის შემდეგ პროექტი ხელახლა დაიწყეს და სადავეები კინოსტუდია Marvel-ის რეჟისორს, გალაქტიკის მცველების შემქმნელს, ჯეიმს განს გადასცეს.

ახალ Suicide Squad-ში მთავარ როლს კვლავ მარგო რობი ასრულებს. სამსახიობო შემადგენლობას შეემატნენ იდრის ელბა, მაიკლ რუკერი და პიტ დევიდსონი.

თვითმკვლელთა რაზმი 2021 წლის 6 აგვისტოს გამოვა.

 

კომენტარები