ბრიტანეთმა ვაქცინაცია 2020 წლის 8 დეკემბერს დაიწყო და მას შემდეგ, 28 მილიონმა ადამიანი უკვე აიცრა ვაქცინების პირველი დოზით, ხოლო 2 მილიოზნე მეტმა მიიღო მეორე დოზაც. ამ პროგრესის ფონზე, გაერთიანებული სამეფო მეორე ადგილზეა ყოველ 100 მოსახლეზე აცრილთა რაოდენობით. პირველ ადგილს იკავებს ისრაელი.
აქედან 55-ზე ზემოთ ასაკის მოსახლეობის საშუალოდ 88%-ი უკვე აცრილია. შემდეგი ასაკობრივი კატეგორია იქნება 40 წლის მოსახლეობა. შესაბამისად, ვაქცინაციის ეფექტის დასადგენად უფროსი ასაკის კატეგორია შეადარეს დანარჩენ მოსახლეობას და აღმოჩდნა, რომ აცრილთა კატეგორიაში სიკვდილიანობა უფრო სწრაფად მცირდება.
27 თებერვლიდან 13 მარტამდე მონაცემებზე დაყრდნობით, 65 წლის ზემოთ მოსახლეობის სიკვდილიანობა საშუალოდ 60%-ით მცირდება, ახალგაზრდებში ეს რიცხვი 50%-ს აღწევს.

რადგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო სწრაფად იკლებს აცრილთა კატეგორიაში, მაშინ როდესაც იანვარში ამ კატეგორიაში სიკვდილიანობა უფრო სწრაფად იზრდებოდა, ეს ეფექტი უკავშირდება ვაქცინაციას, და არა მკაცრს შეზღუდვებს. ამასთან ერთად, მაღალ ასაკობრივ კატეგორიაში უფრო სწრაფად მცირდება საავადმყოფოებში მიმართვიანობა COVID-19-ის გართულებების გამო.
ამჟამად გაერთიანებული სამეფო ორი სახის ვაქცინას იყენებს. ფაიზერის გამოყენება დაიწყო დეკემბერში, ხოლო 12 იანვრიდან იყენებს ასტრაზენეკასაც, რომელსაც ბრიტანეთი აწარმოებს.
ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო ავრცელებს, 7 მარტის მონაცემებით რამდენ ადამიანს გამოუვლინდა ანაფილაქსიურ შოკი. 7 მარტისთვის AstraZeneca-ს 11.7 მილიონი დოზა უკვე იყო გამოყენებული, ხოლო ანაფილაქსიურ შოკი მხოლოდ 20 პირს გამოუვლინდა, აქედან არცერთი შემთხვევა არ იყო ლეტალური.