ჭყონდიდის ეპარქია

მეუფე სტეფანე მარტვილზე: როცა ლოცვა დავიწყეთ, როგორ ფიქრობთ, რატომ არცერთი არ მოკვდა?

მე ზოგადად ვიცი ეკლესიის წესი, როდესაც ადამიანს უჭირს ან რამე მოსდის, მისთვის ლოცულობ. მე რაც შემეძლო იმ სიტუაციაში, გავაკეთე, რომ დავიწყე ლოცვა. გალობა არის ის ერთადერთი საშუალება, რომლითაც შეიძლება, რომ რამენაირად დაისადგუროს სიმშვიდემ. ამ სიმშვიდის დასადგურებისთვის აღარ ვაქცევდი აღარაფერს ყურადღებას, მთავარი იყო, რომ სიმშვიდე დამდგარიყო და დავიწყე გალობა. დამიდგა მღვდლები და ერთად ვიგალობეთ.  

ლოცვა შველის ადამიანს როცა ცუდადაა? მე ასე ვიცი, რომ, როდესაც ადამიანისთვის, მას ჯანმრთელობაშიც ეხმარები და სიკვდილისგანაც გადაარჩენ. როცა ჩვენ დავიწყეთ ლოცვა, თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა, იქიდან გადავარდნილი ადამიანები, რატომ არცერთი არ მოკვდა, ან რამე არ მოუვიდა? ღმერთი არ შველის? ღმერთი არ მიეხმარა? თავისით გახდნენ კარგად? უფალმა გახადა კარგად. მე ვილოცე, მე ღმერთს მივანდე...

ამბობს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე მარტვილში მომხდარ ინციდენტზე.  

დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში 8 მარტს მოხდა. მას მერე, რაც ეპარქიის აივნიდან მედიის წარმომადგენლები გადაცვივდნენ და ნაწილი დაშავდა, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა გალობა გააგრძელა და კითხვებს არ უპასუხა. მანამდე, კათედრაზე ახლად დადგენილმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქიის ორ დიაკონს, რომლებიც უარს ამბობდნენ მასთან თანამსახურებაზე, მღვდელმოქმედება შეუჩერა, რასაც მრევლის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

კომენტარები