პოლიტიკური კრიზისი

მაკდონალდი: მეთვალყურეების თქმით, საჩივრების დიდ ნაწილს სასამართლომდე არ მიუღწევია

ეუთო/ოდირის ანგარიშში ჩამოთვლილია მთელი რიგი ხარვეზები. ეს ფოკუსირებულია ამომრჩევლებზე ზეწოლის ბრალდებებსა და ამომრჩევლის დაშინებაზე. მეორე საკითხთა წყება ეხებოდა საარჩევნო კომისიების შემადგენლობას ცენტრალურ, რაიონულ დონეზე და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის არსებულ ბუნდოვან ხაზს [და მის] როლს არჩევნების ადმინისტრირებაში. ამიტომ, კვლავ მმართველი პარტიის სახელმწიფო ინსტიტუტებში დომინანტობის კითხვამდე მივდივართ. მესამე მნიშვნელოვანი საკითხთა წყება ეხებოდა საარჩევნო საჩივრების პროცესს და სამართლებრივი დაცვის საშუალებას. ჩვენ ადგილობრივი, დაახლოებით, 3000 მეთვალყურისგან ვიხილეთ, რომ მათაც ჩამოთვალეს არაერთი ხარვეზი. და მათ აღნიშნეს, რომ 1660 საჩივრიდან დიდი უმრავლესობა განზე გადადეს და ამ საჩივრებს რეალურად, არასდროს მიუღწევიათ სასამართლო განხილვამდე...

თქვა კარა მაკდონალდმა, დამხმარე მდივანმა, აშშ-ს სენატში საქართველოს დემოკრატიის შეფასების მოსმენაზე.

კომენტარები