ტაბლოიდ TMZ-ის ცნობით, ამერიკელი ვარსკვლავის, ჯონი დეპის სახლში უსახლკარო კაცი შეიპარა და შხაპი მიიღო.
როდესაც უცნობი კაცი მსახიობის ეზოში გამოჩნდა, დაცვამ პოლიციაში დარეკა. ეკიპაჟის მოსვლამდე უსახლკარო კაცი სახლში შეიპარა. პოლიციელებმა კანონდამრღვევი დეპის ერთერთ სააბაზანოში, შხაპირს მიღებისას დააკავეს. წყაროს ცნობით უცნობმა ასევე მსახიობის კუთვნილი ალკოჰოლის დალევაც მოასწრო. სამართალდამცავების თქმით კაცმა აბაზანის კარის გაღებაზე უარი თქვა და პოლიციელებს კარის შენგრევა მოუწიათ.
დაკავებულს სხვის საკუთრებაში უკანონოდ შესვლისა და ვანდალიზმის მუხლებით გაასამართლებენ. თავად მსახიობს ამ ეტაპზე განცხადება არ გაუკეთებია.
ეს დეპის სახლში უკანონოდ შეჭრის პირველი შემთხვევა არ არის. მიმდინარე წლის იანვარში უცნობი ქალი ასევე შეიპარა მსახიობის საცხოვრებელში. პოლიციამ დამნაშავე რამდენიმე კვარტალის მოშორებით დააკავა.