ჯონი დეპი

სასამართლომ ჯონი დეპს სააპელაციო საჩივარი არ დაუკმაყოფილა

Deadline

დიდი ბრიტანეთის სასამართლომ მსახიობ ჯონი დეპს სააპელაციო საჩივარი არ დაუკმაყოფილა.

"ბატონი დეპის სააპელაციო საჩივარის დაკმაყოფილებაზე უარს ვამბობთ. ვთვლით, რომ აპელაცია შეუძლებელია, იყოს წარმატებული და საქმის ხელახლა განხილვის დამაჯერებელ არგუმენტებს ვერ ვხედავთ". - ამბობს მოსამართლე ნიკოლას ანდერჰილი.

გასული წლის ნოემბერში ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ ვარსკვლავის საჩივარი არ დააკმაყოფილა, დეპი ბრიტანულ გამოცემა The Sun-ს დეზინფორმაციაში ადანაშაულებდა. 

The Sun-ის სტატიაში გამოცემამ დეპს Wife Beater (ცოლის მცემელი) უწოდა. 2019 წლის დასაწყისში მსახიობმა გამოცემის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელი შეიტანა, რომელშიც პროფესიული და მორალური ზიანისთვის კომპენსაცია - $50 000 000 მოითხოვა.

ტაბლოიდში გამოქვეყნებულ სტატიასა და დეპის ყოფილი ცოლის, მსახიობ ამბერ ჰარდის ბრალდებებს სკანდალი მოჰყვა, რომელსაც დეპის კარიერა შეეწირა. მსახიობი დაითხოვეს ფანტასტიკური ცხოველების გადასაღები მოედნიდან, ასევე ამერიკულ Netflix-ზე გაქრა დეპის ფილმები. 

მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს, უშუალოდ დეპსა და ჰერდს შორის სასამართლო დავა ამ ეტაპზე არ ყოფილა. მსხვილი კინოსტუდიებისთვის ჯონი დეპის "გასაუქმებლად" გამოცემა The Sun-თან წაგებული დავაც საკმარისი აღმოჩნდა.

კომენტარები