აშშ-ს საელჩო

დეგნანი: შეშფოთებული ვართ, სახალხო დამცველის ოფისზე პოლიტიზირებული თავდასხმებით

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვდა.

საელჩოს ცნობით, ელჩმა ლომჯარიას საქმიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

"სახალხო დამცველის ოფისი საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, დამოუკიდებელი ინსტიტუტია. ჩვენ შეშფოთებული ვართ სახალხო დამცველის ოფისზე პოლიტიზირებული თავდასხმებით, რაც აზიანებს ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ძირს უთხრის მის ეფექტურობას. მოვუწოდებთ პარლამენტს, კონქტრუქციულად ჩაერთოს სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობაში და მხარი დაუჭიროს მის როლს საქართველოში თითოეული მოქალაქის უფლებების დასაცავად". – წერია საელჩოს განცხადებაში. 

კომენტარები